სტრასბურგის სასამართლოსთან ტელეხიდის მეშვეობით ქართველი ადვოკატებისთვის ტრენინგი გაიმართა

22 ნოემბერი 2017

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაიმართა  პირდაპირი ჩართვა სტრასბურგის სასამართლოდან ადგილობრივი ექსპერტის მონაწილეობით. სალექციო კურსი შეეხებოდა სტრასბურგის სასამართლოს ბოლო დროინდელ პრაქტიკას და ევროკონვენციის  მე-5 მუხლს.

 

ასოციაციის პრიორიტეტებიდან და სამომავლო გეგმებიდან გამომდინარე, ადვოკატებთან ერთად ტრენინგს, მომავალი ადვოკატები, თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  იურიდიული ფაკულტეტის  ოცი სტუდენტი ესწრებოდა. სამომავლოდ იგეგმება საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების სტუდენტების და მომავალი ადვოკატების აქტიურად ჩართვა  ასოციაციის მიერ დაგეგმილ აქტივობებში.

                   

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია შედის ევროპის რამდენიმე ასოციაციათა ჩამონათვალში, ვისაც შესაძლებლობა ეძლევა თავის ადვოკატებს მსგავსი ტრენინგები შესთავაზოს. ეს რიგით მეოთხე ტელეხიდია ქართველი ადვოკატებისთვის.

 

ევროპის საბჭოსთან მრავალწლიანი თანამშრომლობის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლოს ექსპერტების მონაწილეობით  აქტუალურ საკითხებზე  ონლაინ  კონსულტაციები და ტრენინგები მომავალშიც გააგრძელდება.  

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი